10 000 ფუნტი სტაფის თითოეულ წერს - გუარდიოლას ღირსეული საქციელი
თანამედროვე ფეხბურთში არაერთი გამორჩეული მწვრთნელი არსებობს. თითოეულ მათგანს თავისი ნიშან მახასიათებელი აქვს.
მაგალითად, პეპ გუარდიოლა იმით გამოირჩევა, რომ გუნდში აბსოლუტურად ყველაფერს თვითონ წყვეტს, მათ შორის ტრანსფერებს.
ესპანელი სპეციალისტი იმითაც გამოირჩევა, რომ სტაფის თითოეულ წევრთან უშუალო ურთიერთობა აქვს და ყოველთვის თავმდაბალია.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გუარდიოლამ გასულ სეზონში წარმატებული მუშაობისთვის, სტაფის აბსოლუტურად ყველა წევრი 10 000 ფუნტით დააჯილდოვა.
წყაროს ცნობით, მანჩესტერ სიტის სტაფში დაახლოებით 60-70 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ბარისტები, ფიზიოთერაპევტები, შეფმზარეული და დაცვა. გუარდიოლამ თითოეულ მათგანს გაწეული შრომა ასე დაუფასა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ესპანელმა მწვრთნელმა რეკორდი დაამყარა და პრემიერ ლიგა ზედიზედ მეოთხედ მოიგო. ასეთი შედეგი პრემიერ ლიგაში სხვა არცერთ მწვრთნელს არ აქვს.