ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - ვარანი სერია ა-ს განაცხადიდან ამოიღეს
როგორც მოგეხსენებათ, რაფაელ ვარანი სერია ა-ს დებიუტანტ კომოს შეუერთდა და დებიუტი კოპა იტალიაზე ჰქონდა, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა.
23-ე წუთზე ფრანგმა უკანახაზელმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს მუხლის პრობლემები აღენიშნებოდა.
ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ რეალის ყოფილი ფეხბურთელი რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
DAZN-ის ინფორმაციით, სესკ ფაბრეგასის გუნდმა ვარანი სერია ა-ს განაცხადიდან ამოიღო და იქამდე ვერ შეძლებს თამაშს, სანამ განაცხადი ოფიციალურად არ განახლდება. ეს კი იანვრამდე შეუძლებელი იქნება.
#Varane fuori dalla lista del Como dei giocatori disponibili in #SerieAEnilive ❌#DAZN pic.twitter.com/B5oyzKPS7D
— DAZN Italia (@DAZN_IT) August 31, 2024
შეგახსენებთ, რომ კომომ სერია ა-ში უკვე 2 მატჩი გამართა. პირველ ტურში იუვენტუსთან 0:3 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში კალიარისთან ფრედ 1:1 დაასრულა.
ცნობისთვის, ვარანის გარდა კომოს პეპე რეინა, სერხი რობერტო, ალბერტო მორენო და ანდრეა ბელოტი შეუერთდნენ.