სონ ჰიონ-მინი
Aa
Aa

სონის მამა ძალადობისთვის დასაჯეს

„ტოტენჰემისა“ და სამხრეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელის, ჰონგ-მინ სონის მამა სამშობლოში ბავშვების მიმართ ძალადობისთვის დააჯარიმეს და შესაძლოა, მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრას. სონ უნ ჩჟუნსა და მის ორ ასისტენტს, რომლებიც სეულში ერთ-ერთ საფეხბურთო აკადემიაში მწვრთნელებად მუშაობენ, ბრალი ახალგაზრდა ფეხბურთელების როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ცნობილი ფეხბურთელის მამამ კუთხურის ხაზთან დამაგრებული ჯოხი ჩაარტყა.

ჩჰუნჩჰონის მხარის პროკურატურამ სამივე მათგანს ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა და მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, სონის მამასა და მის ასისტენტებს ბავშვებთან მოქცევის სასწავლო პროგრამის სრული კურსის გავლა დაევალათ. იმ შემთხვევაში თუ, ბავშვების მშობლები იჩივლებენ, მაშინ საქმეს სერიოზული მსვლელობა მიეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხრეთ კორეის ნაკრების კაპიტნის მამა თავს ამ სიტუაციიდან მხოლოდ ფულადი ჯარიმით დაიძვრენს.

სონი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე გამართულ 410 შეხვედრაში თავი 164 გოლით გამოიჩინა. სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 127 მატჩში კი მის ანგარიშზე 48 ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარი რონალდუს აქებს: „კრიშტიანუ შთამბეჭდავ ტემპში თამაშს აგრძელებს
სარი რონალდუს აქებს: „კრიშტიანუ შთამბეჭდავ ტემპში თამაშს აგრძელებს"