ვიქტორ ოსიმენი, მარიო რუი
Aa
Aa

კონფლიქტმა პიკს მიაღწია - ოსიმენი განაცხადიდან ამოიღეს

გუშინ გვიან ღამით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით იტალიურ პრესაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ერთი რამ უკვე ფაქტია - ნიგერიელ ფორვარდსა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა არათუ დაძაბულია, არამედ საერთოდ აღარ არსებობს, რაზეც პარტენოპეის შეფების ბოლო გადაწყვეტილებაც მეტყველებს.

იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ოსიმენი კამპანიურმა კლუბმა სერია A-ს წლევანდელი სეზონის განაცხადიდან ამოიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის გაჯიუტდება და დარჩება, სათამაშო პრაქტიკა საერთოდ აღარ ექნება. როგორც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, გუშინ ნეაპოლში ლონდონის „ჩელსის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები, მაგრამ ამ ვიზიტმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რითაც როგორც ჩანს, როგორც ოსიმენი, ასევე „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უზომოდ გაბრაზებულია. ოსიმენთან ერთად, განაცხადიდან მარიო რუიც ამოიღეს, თუმცა ამ ამბავს ამხელა რეზონანსი არ გამოუწვევია.

ახლა ოსიმენს მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება - „ჩელსის“ გარდა სხვა ევროპულ კლუბში გადასვლაზე იზრუნოს, ან კიდევ „ალ აჰლისთან“ განაახლოს ჩაშლილი მოლაპარაკებები და კარიერა საუდის არაბეთში განაგრძოს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ევროპისგან განსხვავებით ორი დღით გვიან, 2 სექტემბერს იხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაკინარდი: კვარა ლუკაკუს უკან, მაკტომინეი და 3-5-2 - კონტესგან ამას ველი
ტაკინარდი: კვარა ლუკაკუს უკან, მაკტომინეი და 3-5-2 - კონტესგან ამას ველი