გრანადა, გიორგი წიტაიშვილი, გილიერმო აბასკალი
Aa
Aa

„ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს“ - გრანადას მწვრთნელი წიტაიშვილის გამოკლებაზე

გიორგი წიტაიშვილი „გრანადაში“ იჯარით გადასვლის შემდეგ, გუნდს კარგად მოერგო და ლა ლიგა 2-ის სამივე საწყის ტურში სასტარტოში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ აქვს, ესპანური პრესა ქართველის მაინც დადებითად აფასებს.

წიტაიშვილს მნიშვნელობას ყველაზე კარგად გუნდის მთავარი მწვრთნელი გილერმო აბასკალი ხვდება და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მას სანაკრებო პაუზისას მოისაკლისებს.

„სანაკრებო შეხვედრების დროს საკლუბო ფეხბურთში პაუზა უნდა ცხადდებოდეს. კალენდარულ წელში 5 სანაკრებო ფანჯარაა და წიტაიშვილის მსგავსი მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებში არიან გამოძახებულნი, სეზონის განმავლობაში კლუბს შესაძლოა 8-10 მატჩში დააკლდნენ. ეს უსამართლობაა და სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს“.

- ამბობს აბასკალი.

როგორც მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზის დროს თითქმის ყველა ჩემპიონატი ჩერდება, მაგრამ არა რანგით მეორე და მესამე ლიგები (ზოგადად ქვედა დივიზიონები). ხშირია სანაკრებო შეხვედრების პარალელურად გამართული მაგალითად, ლა ლიგა 2-ის მატჩები და აბასკალი სწორედ ამაზე საუბრობს.

გიორგი წიტაიშვილი 7 და 10 სექტემბერს ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის ვილი სანიოლის განაცხადში მოხვდა.

რაც შეეხება „გრანადას“, აბასკალის გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. წიტაიშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 7 სექტემბერს ელის და საშინაო კედლებში „დეპორტივოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაკინარდი: კვარა ლუკაკუს უკან, მაკტომინეი და 3-5-2 - კონტესგან ამას ველი
ტაკინარდი: კვარა ლუკაკუს უკან, მაკტომინეი და 3-5-2 - კონტესგან ამას ველი