გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილის გაუქმებული ასისტი და ორი მომენტი - სარაევო ლიდერია

ბოსნიის ჩემპიონატი დედაქალაქის კლუბმა „სარაევომ“ შთამბეჭდავად დაიწყო, რაშიც გიორგი გულიაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის. გუშინ მან და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ სტადიონზე „რადნიკი“ (2:0) დაამარცხეს და მართალია, 22 წლის ქართველ ნახევარმცველს ამჯერად თავი შედეგიანი მოქმედებით არ გამოუჩენია, მაგრამ შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ.

როგორც ბოსნიური სპორტული გამოცემები წერენ, პირველ ტაიმში გულიაშვილს გოლის გატანის ორი მცდელობა ჰქონდა, თუმცა ორივე დარტყმა დაუბლოკეს. მეორე ნახევარში კი თანაგუნდელს ასისტენტობაც გაუწია, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა. ასევე აღნიშნავენ, რომ ქართველი ლეგიონერი მატჩის მიმდინარეობისას პოზიციებს ხშირად იცვლიდა და მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს მისი განეიტრალება ძალიან უჭირდათ.

„სარაევოს“ ქართველმა ფეხბურთელმა წლევანდელი სეზონი მართლაც შთამბეჭდავად დაიწყო და ოთხ ტურში მის ანგარიშზე ამდენივე გოლია. ასევე უეფას კონფერენს ლიგაზე ყაზახეთის „აქტობეს“ კარში მან ეფექტური გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები