რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ალესიო ტაკინარდი, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

ტაკინარდი: კვარა ლუკაკუს უკან, მაკტომინეი და 3-5-2 - კონტესგან ამას ველი

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალესიო ტაიკანრდიმ ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.

„შესაძლოა კონტე ვერონაში მეორე ტაიმში განვითარებულ სცენარს არ ელოდა, ეს არ იყო მისი გუნდი შესაბამისი აგრესიით, როგორიც მას მოსწონს. შემდეგ იყო ბოლონია, რომელიც შარშანდელის მსგავსად ძლიერი აღარაა, მაგრამ ამ შეხვედრაში ჩვენ სასტიკი ნაპოლი ვნახეთ. კონტეს მოსწონს, როცა მისი გუნდი პრესინგს მიმართავს.

ახლა პარმას ჯერია, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს, კარგად იცავენ თავს და ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებენ. შესანიშნავი მატჩი იქნება და ნაპოლიმ ის ენთუზიაზმი უნდა დაადასტუროს, რომელიც ბოლო მატჩში ვნახეთ.

მაკტომინეი? მე ვახსენე, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ ნაპოლის 3-5-2-ით თამაშიც შეეძლება. ცენტრში მესამე ნახევარმცველი სკოტი იქნება, კვარა კი ლუკაკუს უკან მეორე ფორვარდად გამწესდება. მე ველი ამას. დროდადრო კონტე ამ ტაქტიკას მიმართავს.

სკუდეტოს ფავორიტები? იუვენტუსი, შემდეგ ინტერი და ნაპოლი. მილანს და რომას ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ“.

- განაცხადა ტაკინარდიმ Kiss Kiss Napoli-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „პარმას“ მატჩი დღეს 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერს მშვიდი ძილი არ უწერია - სტატია ნაპოლის სუპერშეტევაზე
ინტერს მშვიდი ძილი არ უწერია - სტატია ნაპოლის სუპერშეტევაზე