თორნიკე შენგელია, დრაჟან პეტროვიჩი
Aa
Aa

შენგელია ხორვატიაში მიიწვიეს - ქართველი პეტროვიჩის მემორიალურ შეხვედრაში ითამაშებს

5 სექტემბერს ზაგრებში ევროპული კალათბურთის ვარსკვლავები შეიკრიბებიან და ლეგენდარული ხორვატი კალათბურთელის დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ შეხვედრაში ითამაშებენ. სხვებთან ერთად ადგილზე იქნება „ვირტუსისა“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშე თორნიკე შენგელია, რომელიც სხვა ვარსკვლავებთან ერთად დრაჟანის მეგობრების გუნდში ითამაშებს და ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ერთად გუნდში იქნებიან მარსელინიო უერტასი, შეინ ლარკინი, ნენად დიმიტრიევიჩი, ძანან მუსა, ანდრე ობსტი, ვანია მარინკოვიჩი, იაკა ბლაჟიჩი, დიშონ პიერი, ვალტერ ტავარესი, მატიას ლესორტი და ბობან მარიანოვიჩი. რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს, მის რიგებში გორან ფილიპოვიჩი, მარტინ იუნაკოვიჩი, კრეშიმირ რადოვჩიჩი, ანტონიო ჯორდანო, მატეო დრეჟნიაკი, ფილიპ კრუშლინი, მარიო ჰეზონია, დარიო დრეჟნიაკი, ტონი ნაკიჩი, კრეშიმირ ლიუბიჩიჩი, როკო პრკაჩი და დანკო ბრანკოვიჩი იასპარეზებენ.

დრაჟენ პეტროვიჩი კარიერის მანძილზე „შიბენიკში“, „ციბონაში“, „რეალ მადრიდში“, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსსა“ და „ნიუ-ჯერსი ნეტსში“ თამაშობდა. 1993 წლის 7 ივნისს, 28 წლის ასაკში ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოდარ ქორქია: „ტომასონი საქართველოს ნაკრებს არაფერში სჭირდება“
ნოდარ ქორქია: „ტომასონი საქართველოს ნაკრებს არაფერში სჭირდება“