ინტერს მშვიდი ძილი არ უწერია - სტატია ნაპოლის სუპერშეტევაზე
მას შემდეგ რაც „ნაპოლიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ სკოტ მაკტომინეი, „ბრაიტონიდან“ დავიდ გილმორი, ხოლო „ჩელსიდან“ რომელუ ლუკაკუ დაიმატა, პარტენოპეის როგორც ნახევარდაცვის, ასევე შეტევის ხაზი ბუნებრივია საგრძნობლად გაძლიერდა. სწორედ ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება Calcionapoli 24-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც წერია, რომ ნეაპოლური კლუბის სახით ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ინტერს“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
რას წერენ ნაპოლიზე
ნაპოლი კარდინალურად შეიცვალა. გუნდს ახლა ჰყავს ძირითადი შემადგენლობა, რომლის შემდეგაც ყველაზე უფრო მეტად შუა ხაზი არის შეცვლილი.
ტრანსფერები უბრალოდ არაჩვეულებრივია - მაკტომინეი, ბონჯორნო, სპინაცოლა - ფეხბურთელები, რომელთაც სიტუაციის შეცვლა არამხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც შეუძლიათ. თვითონ ის ფაქტი, რომ „ნაპოლი“ მოთამაშეებს „ბენფიკადან“, „ჩელსიდან“ და „რეალიდან“ იმატებს, მრავლისმეტყველია.
კლუბის სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას სრულყოფილებისთვის ახლა კიდევ ორი სატრანსფერო ოპერაცია დარჩა ჩასატარებელი - მარჯვენა ვინგერი და მეოთხე ნახევარმცველია დასამატებელი, რითაც გუნდი საბოლოოდ დაკომპლექტდება. ტანში ჟრუანტელმა შეიძლება დაგიაროს, როდესაც შუა ხაზში მაკტომინეი-ლობოტკა-ანგისას, ხოლო წინ კვარა-ლუკაკუ-ნერეშის ტრიოს წარმოიდგენ, რომელთა ჩანაცვლებაც საჭიროების შემთხვევაში რასპადორის, სიმეონესა და პოლიტანოს შეეძლებათ.
რთულია ასეთ „ინტერს“ კონკურენცია გაუწიო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ახალმა ფორმატმა შესაძლოა ნერიაძურის იმდენი პრობლემა შეუქმნას, რომ შიდა პირველობაზე ძალები აღარ შემორჩეს. ასეთი შემადგენლობის „ნაპოლი“ კი თუ რესურსს სწორად გამოიყენებს, მინიმუმ ვიცე-ჩემპიონობა შეუძლია, ნერიაძურის კი მშვიდი ძილი არ უწერია.
იტალიის სერია A-ს მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები დღეს „სტადიო მარადონაზე“ ელიტაში წელს დაბრუნებულ „პარმას“ უმასპინძლებენ და შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.