ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

განადგურებული ურთიერთობა ნაპოლისთან | ჩელსი და ოსიმენი გამოირიცხა

ვიქტორ ოსიმენი „ჩელსიში“ არ გადავა. „არისტოკრატების“ წარმომადგენლები ნეაპოლში იმყოფებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ნიგერიელი ფეხბურთელი დაეთანხმებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ლონდონში ბრუნდებიან.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლურჯებსა“ და ოსიმენს შორის შეთანხმება არ შედგა და „ჩელსის“ ვარიანტი გამოირიცხა. თუ უახლოეს 3 დღეში, საუდის არაბულ კლუბებთან მიმართებით არაფერი შეიცვალა, ოსიმენი „ნაპოლიში“ დარჩება.

რომანოს მიხედვით, პრობლემა ისაა, რომ ვიქტორსა და „პარტენოპეის“ ხელმძღვანელებს ურთიერთობა სრულად განადგურებული აქვთ. ნეაპოლში დარჩენის შემთხვევაში, ვიქტორი ძირითად გუნდში ვერ მოხვდება და სათამაშო დროც არ მიეცემა.

L’Equipe-ის მიხედვით, ოსიმენი „ნაპოლიზე“ გაბრაზებულია. ვიქტორი უკმაყოფილოა მდგომარეობით, რომელიც მის გარშემო შეიქმნა და ყველაფერში „პარტენოპეის“ ადანაშაულებს. ვიქტორს „ნაპოლის“ მაისურით თამაში აღარ უნდა და თუ არაფერი შეიცვალა, სავარაუდოდ, ბ გუნდში გადაიყვანენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მკაცრად დასაჯეს - ლოჩოშვილი სერია B-ში ერთი თვე ვერ ითამაშებს
მკაცრად დასაჯეს - ლოჩოშვილი სერია B-ში ერთი თვე ვერ ითამაშებს