ოფიციალურად - სკოტ მაკტომინეი ნაპოლის ფეხბურთელია
ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდში იტალიურ სპორტულ პრესაში რეგულარულად ვრცელდებოდა, ოფიციალურად დადასტურდა - სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა. 27 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის ტრანსფერი პარტენოპეიმ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 30 მილიონ ევროდ გამოსყიდა.
სქოთმა შუა ხაზელმა დღეს ნეაპოლის კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე მისი ტრანსფერი საჯაროდ დაადასტურა. როგორც ამბობენ, მაკტომინეის დამატების მთავარი ინიციატორი ანტონიო კონტე გახლდათ, რომლის ტაქტიკურ სქემაშიც განაპირა მცველებისა და ნახევარმცველების გარდა, მყარ მოედნის ცენტრალურ ნაწილს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება.
მაკტომინეი მთელი კარიერის მანძილზე „წითელ ეშმაკებში“ თამაშობდა და საერთო ჯამში ყველა ტურნირზე გამართულ 255 შეხვედრაში თავი 29 გოლით გამოიჩინა. შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 52 მატჩში კი მის ანგარიშზე 9 ბურთია.