წიტაიშვილის დარტყმა და 2 საკვანძო პასი | გრანადა ისევ დამარცხდა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-3 ტურში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „უესკას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მასპინძლის რანგში იყო და ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა წააგო - 1:3.
წიტაიშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. ქართველი ფეხბურთელი ბურთს 47-ჯერ შეეხო, მეტოქის კარისკენ ერთხელ დაარტყა, თუმცა არაზუსტად და 2 საკვანძო გადაცემა გააკეთა.
გიორგის საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. მისმა გუნდმა პირველი ტაიმი 0:1 წააგო, 57-ე წუთზე კი 0:2-ით მარცხდებოდა. რამდენიმე წამში, „გრანადამ“ თამაშში ინტრიგა გააჩინა და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-8 წუთზე, ხავი მიერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, „გრანადას“ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. წიტაიშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 7 სექტემბერს ელის და საშინაო კედლებში „დეპორტივოს“ დაუპირისპირდება.