ჩემპიონთა ლიგა | ვის აქვს ყველაზე რთული კალენდარი Opta-ს მიხედვით
ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება განახლებული ფორმატით ტარდება და წილისყრის შედეგად, 36 კლუბის ყველა მეტოქის ვინაობა გაირკვა. ცერემონიის შემდეგ, სტატისტიკურმა პლატფორმამ, Opta-მ დაასახელა გუნდები, რომლებსაც ყველაზე მეტად არ გაუმართლათ.
Opta-ს მიხედვით, ყველაზე რთული კალენდარი „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. ფრანგულ გრანდს პრაღის „სპარტა“ მოსდევს. მესამე ადგილს „ლივერპული“ იკავებს, მეოთხეზე „ფეიენოორდი“ იმყოფება, ხოლო ხუთეულს „ლილი“ ასრულებს.
???????????????????????????????????? ???????????????????????? ????????????????-????????: Fixture Difficulty ????
— Opta Analyst (@OptaAnalyst) August 30, 2024
Following the Champions League draw, we’ve used the Opta Power Rankings to work out the difficulty of each team’s fixtures in the 2024-25 group stage.
Read more here: https://t.co/exXd5ftIau
✍️ @alitweedale pic.twitter.com/oGAswEiStF
ქართველი ფეხბურთელების კლუბებს რაც შეეხებათ, გურამ კაშიას „სლოვანი“ მერვე ადგილზეა. ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ მე-16 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ირაკლი აზაროვის „შახტარი“ ავსტრიელებს 4 ადგილით ჩამორჩება და მეოცე გახლავთ.
„შტურმის“ მეტოქეები - ლაიფციგი (შინ), დორტმუნდი (სტუმრად), ბრიუგე (შინ), ატალანტა (სტუმრად), სპორტინგი (შინ), ლილი (სტუმრად), ჟირონა (შინ), ბრესტი (სტუმრად).
„სლოვანის“ მეტოქეები - სიტი (შინ), ბაიერნი (სტუმრად), მილანი (შინ), ატლეტიკო (სტუმრად), დინამო ზაგრები (შინ), სელტიკი (სტუმრად), შტუტგარტი (შინ), ჟირონა (სტუმრად).
შახტარის მეტოქეები - ბაიერნი (შინ), დორტმუნდი (სტუმრად), ატალანტა (შინ), არსენალი (სტუმრად), იანგ ბოიზი (შინ), პსვ (სტუმრად), ბრესტი (შინ), ბოლონია (სტუმრად).
საინტერესოა, რომ Opta-ს მიხედვით, ყველაზე მარტივი კალენდარი „სელტიკს“ შეხვდა. შოტლანდიელების შემდეგ „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ მოდიან. გერმანულ გრანდებს „ბარსელონა“ მოსდევს, ხოლო „ასტონ ვილა“ მეხუთეა.