ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ჩელსის წინადადება დაბლოკა | ოსიმენი ნაპოლიზე გაბრაზებულია

ლონდონის „ჩელსი“ ვიქტორ ოსიმენის გასაფორმებლად ყველაფერს აკეთებს. „არისტოკრატების“ წარმომადგენლები ნეაპოლში იმყოფებიან და ნიგერიელი თავდამსხმელის დაყოლიებას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, „ჩელსიმ“ ოსიმენს, ხელფასის სახით, კვირაში 155 000 ევრო შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. თუ „ლურჯებმა“ ვიქტორი ვერ დაიყოლიეს, ნიგერიელი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ დარჩება.

L’Equipe-ის მიხედვით, ოსიმენი „ნაპოლიზე“ გაბრაზებულია. ვიქტორი უკმაყოფილოა მდგომარეობით, რომელიც მის გარშემო შეიქმნა და ყველაფერში „პარტენოპეის“ ადანაშაულებს. მისი სასურველი კლუბი „ჩელსი“ გახლავთ და იმედი აქვს, რომ გარიგება არ ჩაიშლება.

ოსიმენის პარალელურად, „ლურჯებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოფიციალური წინადადება გაუკეთეს. ლონდონელებს ჯეიდონ სანჩოს გადაბირება სურთ და ინგლისელი ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზე თანახმაა. ასე რომ, დიდი შანსია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, „ჩელსიმ“ შემადგენლობა გააძლიეროს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მკაცრად დასაჯეს - ლოჩოშვილი სერია B-ში ერთი თვე ვერ ითამაშებს
მკაცრად დასაჯეს - ლოჩოშვილი სერია B-ში ერთი თვე ვერ ითამაშებს