ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

ჩოხოსანთა რაინდის წოდება და ფულადი პრემია - ტალახაძის საზეიმო მიღება საჩხერეში

არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ლეგენდას, 30 წლის ძალოსანს ლაშა ტალახაძეს მშობლიურ საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. უკვე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის უნიკალური წარმატების აღსანიშნავად, ქალაქი კიდევ ერთხელ, ბოლო რვა წელიწადში მესამედ გაერთიანდა. ტალახაძემ საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან ბრწყინვალე საერთაშორისო სპორტული გამარჯვებებით საქართველოს ღირსების ამაღალებისთვის ჯილდოს სახით 20 ათასი ლარი მიიღო. გარდა ამისა, შვიდგზის მსოფლიოსა და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს ჩოხოსანთა საზოგადოებისგან რაინდის წოდება მიენიჭა.

საერთაშორისო ასპარეზზე საჩხერისა და საქართველოს პრესტიჟის განმტკიცებისთვის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრი ავთო გახოკიძე დასაჩუქრდნენ. სპეციალური პრიზები მიიღეს ლაშა ტალახაძის მამამ და ლეგენდარული სპორტსმენის პირველმა მწვრთნელმა კობა ტალახაძემ და საჩხერის მუნიციპალიტეტში ძალოსნობის ჩამოყალიბებისა და განვითარების სულისჩამდგმელმა თამაზ ლაშხმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან ასევე სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლალაიანი ტალახაძეზე: „ლეგენდაა, მასზე პატივისცემით უნდა ვისაუბროთ“
ლალაიანი ტალახაძეზე: „ლეგენდაა, მასზე პატივისცემით უნდა ვისაუბროთ“