საბა საზონოვი
Aa
Aa

„გუნდთან ერთად ივარჯიშა“ | რა თქვა ემპოლის თავკაცმა საზონოვზე

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დ’ავერსამ საბა საზონოვზე ისაუბრა. იტალიურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის გადაბირება რამდენიმე საათის წინ დაადასტურა და დ’ავერსას პრესკონფერენციაზე საბას სათამაშო ფორმაზე ჰკითხეს.

„როგორ გრძნობენ თავს გუნდის ახალწვეულები? პელეგრიმ და საზონოვმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს. მათთან საუბარი მომიწევს და დღეს საღამოს, ექიმებთან და ფიზიოთერაპევტებთან ერთად, მათ მდგომარეობას შევაფასებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რომში გამართულმა მატჩმა დიდი ენერგია წაგვართვა და აღდგენით პროცესებთან მიმართებით, პრობლემები გვაქვს“.

ცნობისთვის, „ემპოლიმ“ საზონოვი იჯარის წესით გაიფორმა და მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. საბა „ტორინოს“ საკუთრებაა, მაგრამ „გრანატას“ რიგებში სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ტურინელებმა მისი განათხოვრება გადაწყვიტეს. „ემპოლი“ თავის თამაშს ხვალ გამართავს და თბილისის დროით, 20:30-ზე, „ბოლონიას“ ესტუმრება.

გეტყვით იმასაც, რომ „ტორინომ“ საზონოვი მოსკოვის „დინამოდან“ 2,7 მილიონ ევროდ 2023 წლის ზაფხულში შეიძინა. მიმდინარე სეზონში საზონოვმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა - ქართველი ცენტრალური მცველი „მილანის“ წინააღმდეგ მატჩში მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
წესების მიხედვით, რომელიც შესაცვლელია, იპონი არ იყო - ნუცუბიძე სულამანიძის ფინალზე
წესების მიხედვით, რომელიც შესაცვლელია, იპონი არ იყო - ნუცუბიძე სულამანიძის ფინალზე