ოფიციალური წინადადება სანჩოზე | ჩელსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზეც მუშაობს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი რჩება და ლონდონის „ჩელსი“ შემადგენლობის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს. „არისტოკრატებს“ ორი სამიზნე ჰყავთ და მათი ინტერესის სფეროში ჯეიდონ სანჩო და ვიქტორ ოსიმენი იმყოფებიან.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლურჯებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოფიციალური წინადადება გაუკეთეს. ლონდონელებს ჯეიდონ სანჩოს გადაბირება სურთ და ინგლისელი ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზე თანახმაა.
სანჩოს პარალელურად, „ლურჯები“ ვიქტორ ოსიმენის გაფორმებაზე მუშაობენ. „არისტოკრატების“ წარმომადგენლები ნეაპოლში იმყოფებიან და ცდილობენ, გარიგება დახურონ. ოსიმენს „ალ-აჰლიც“ აკვირდება და უახლოეს საათებში გაირკვევა, ნიგერიელი თავდამსხმელი რომელ ვარიანტს აირჩევს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ სანჩოსა და ოსიმენის გასხვისებაზე თანახმა არიან. წესითა და რიგით, კლუბებს შორის შეთანხმებები უნდა დაიდოს და ტრანსფერები დაიხუროს.