მერინო რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. ის არსენალში 3 დღის წინ გადავიდა
მიკელ მერინომ, რომელიც „არსენალში“ 27 აგვისტოს გადავიდა, ტრავმა მიიღო. ამის შესახებ Goal.com-ი წერს.
28 წლის ესპანელი ნახევარმცველი ერთ-ერთი ვარჯიშის დროს თავის თანაგუნდელს შეეჯახა.
„ძალიან სამწუხაროა. მას მხრის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს“, - განაცხადა „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ მერინოს გადაბირება ბარსელონას სურდა, თუმცა ტრანსფერზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.
ცნობისთვის, მიკელის წინა კლუბი რეალ სოსიედადი იყო, სადაც 2018 წლიდან თამაშობდა. ყველა ტურნირზე ერთად 242 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა