კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ბევრ რამეს ცუდად ვაკეთებთ, ქულებს მეტად ვეღარ დავკარგავთ

კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის მე-3 ტურში „ლას პალმასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რეალში“ სეზონის სტარტზე პრობლემებია.

„პირველი ტაიმი ცუდი იყო, ვარიანტების პოვნა გაგვიჭირდა, ბურთის დაბრუნება, წონასწორობის შენარჩუნება... ეს ყველაფერი უკვე მალიორკასთან მატჩშიც შეინიშნებოდა. ჩვენ უნდა ვეძებოთ სწრაფი გამოსავალი და ვფიქრობ, ვიპოვით მას. ჩვენთვის რთული იქნება წინა სეზონის მსგავსად სოლიდური პოზიციების დაკავება, მაგრამ თავის გასასამართლებლად მიზეზების ძებნა საწირო არ არის. კალენდარი მჭიდროა, გამოსავალი სწრაფად უნდა ვიპოვოთ, კვირას თამაში გვაქვს.

ჩვენი სტრატეგია მოედანზე უკეთ უნდა გადმოვცეთ, ფოკუსირება და კარგად შესრულება გვჭირდება. ამ სამმა თამაშმა ბევრი რამ მაჩვენა, რაც არც ისე კარგად გამოგვდის.

ჩვენ ნელა ვთამაშობთ, მობილურობა გვაკლდება, ბურთი თავდამსხმელებთან მაშინ ხვდება, როცა მეტოქეები მჭიდროდ იცავენ თავს, გვიჭირს ხაზებს შორის სივრცეების გამონახვა... კარგად ვაპრესინგებთ, მაგრამ ბურთის ცენტრში ბურთის უკეთ კონტროლი გვჭირდება.

როდესაც პრობლემა ჩნდება, გამოსავლის პოვნა და პასუხისმგებლობის აღება მწვრთნელის მოვალეობაა.

არ ვფიქრობ, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, გუნდი კარგად ვარჯიშობს, არც ხასიათი აკლია, არც შემართება. ზოგჯერ ფეხბურთში ასეც ხდება: სათამაშოდ საუკეთესო გზას ვერ პოულობ.

სეზონი დაიწყო, ქულებს ისე ვეღარ დავკარგავთ, როგორც ამ ორ თამაშში".

- განაცხადა ანჩელოტიმ.

ლა ლიგაში 3 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ ერთადერთი უდანაკარგო გუნდია. „რეალი“ მათ უკვე 4 ქულით ჩამორჩება. სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ 27 ოქტომბერს მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაშვილი: სამწუხაროდ იაკობაშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურდა
იაშვილი: სამწუხაროდ იაკობაშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურდა