„აქ დაბრუნებას არ გამოვრიცხავ“ - რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე
კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დღეს, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პორტუგალიელს ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი გადასცა.
ჯამში რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 183 მატჩი ჩაატარა და 140 გოლი გაიტანა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. მადლობა ამ საოცარი ჯილდოსთვის, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირია. ჩემი მიღწევა თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ ამას არ ვგულისხმობ, ეს არის ამ ტურნირზე თამაშის სიამოვნება... ეს არის ჩვენი მოტივაცია.
ფეხბურთში არასოდეს იცი რა მოხდება. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, აქ დაბრუნებას არ გამოვრიცხავ“,
- განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრის“ ღირსებას რონალდუ 2022 წლიდან იცავს. მან ყველა ტურნირზე გამართულ 74 შეხვედრაში 68 გოლის გატანა შეძლო.