შიკი, ცოუფალი, სოუჩეკი - ჩეხეთმა ერთა ლიგისთვის შემადგენლობა გამოაცხადა
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
ჩეხეთის ნაკრები 2 სექტემბერს პრაღაში შეიკრიბება და ერთა ლიგის მატჩებისთვის მომზადებას დაიწყებს, შემდეგ კი თბილისში ჩამოფრინდება, სადაც 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი უკრაინის ნაკრებს შეხვდება.
ჰაშეკს თბილისში საბრძოლო შემადგენლობა ჩამოჰყავს. მის განკარგულებაში იქნებიან „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელები ვლადიმირ ცოუფალი და ტომაშ სოუჩეკი, „გლადბახის“ ფორვარდი ტომაშ ჩვანჩარა და ჩეხეთის ნაკრების მთავარი იმედი, „ლევერკუზენის“ თავდამსხმელი პატრიკ შიკი. ნაკრებში ასევე სამი დებიუტანტია: იაკუბ მარკოვიჩი, ამად ზადრაჟილი და მატეი რინეში.
ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მატეი კოვარი (ლევერკუზენი, გერმანია), იაკუბ მარკოვიჩი (ბანიკი), ადამ ზადრაჟილი (ჰრადეცი)
მცველები: ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი, ინგლისი), რობინ ჰრანაჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა), მატეი რინეში (სპარტა), მარტინ ვიტიკი (სპარტა), დავიდ ზიმა (სლავია), იაროსლავ ზელენი (სპარტა).
ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (რეინჯერსი, შოტლანდია), ლუკას ჩერვი (ვიქტორია), მატეი იურაშეკი (სლავია), ლუკაშ კალვაჩი (ვიქტორია), ალექს კრალი (ესპანიოლი, ესპანეთი), ონდრეი ლინგრი (ფეიენოორდი, ნიდერლანდები), ლუკაშ პროვოდი (სლავია), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი, ინგლისი), პაველ შულცი (ვიქტორია).
თავდამსხმელები: ტომაშ ჩვანჩარა (გლადბახი, გერმანია), ადამ ჰლოჟეკი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ტომაშ ჩორი (სლავია), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი, გერმანია).