დი მარია: მესი და მარადონა სხვა პლანეტიდან არიან
ანხელ დი მარია მიიჩნევს, რომ თითქოს ყველა დროის უდიდეს არგენტინელებს შორის პირველ ადგილს იკავებს, რადგან მესი და მარადონა სხვა პლანეტიდან არიან.
ცნობილმა ფეხბურთელმა, რომელსაც ლეოსთან უთამაშია და 2010 წლის ჩემპიონატი მარადონას ხელმძღვანელობით ჩაატარა, ESPN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ეს თითქოს პირველობას ნიშნავს, რადგან ლეო და მესი სხვა პლანეტიდან არიან. ითამაშო ლეოსთან და დიეგო გყავდეს მწვრთნელად - ეს საკმარისია“, - თქვა დი მარიამ.
ანხელ დი მარიამ სანაკრებო კარიერა წელს დაასრულა. 36 წლის ფეხბურთელმა, არგენტინის ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრა კოლუმბიასთან გამართა და „ალბისელესტეს“ ტრიუმფით დაემშვიდობა.
დი მარიას გუნდი წლევანდელი კოპა ამერიკის ჩემპიონი გახდა და „ლოს კაფეტეროსი“ დამატებით დროში, ლაუტარი მარტინესის გოლით დაამარცხა - 1:0.