სანიოლი: კაშია ღვინოსავითაა, უკეთესი და უკეთესი ხდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის ნაკრებში ირაკლი აზაროვის დაბრუნებასა და გურამ კაშიას წარმატებაზე ჰკითხეს.
ირაკლი აზაროვზე
„ირაკლის დაბრუნება მახარებს, შესაძლებლობების დამტკიცების შანსი ექნება. კონკურენცია მთავარია, ეს ის არის, რაც მწვრთნელს ყველაზე მეტად სურს. ყველა ფეხბურთელისთვის გადამწყვეტი იქნება არა საუბარი, არამედ მოედანზე შესრულებული საქმე."
გურამ კაშია
„კაშიასთან ნაკრებში თამაშის დანებებასთან დაკავშირებით არ მისაუბრია. ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იქნება. ის კარგი ღვინოსავითაა, უკეთესი და უკეთესი ხდება''.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს. 7 სექტემბერს ჩეხეთს მივიღებთ, 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთს დავუპირისპირდებით.