იაშვილი: სამწუხაროდ იაკობაშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურდა
ერთა ლიგის მატჩების წინ, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
იაშვილმა ანტალ იაკობაშვილის საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა, რომელმაც როგორც აღმოჩნდა უარი განაცხადა და უნგრეთის ნაკრებში ასპარეზობა არჩია.
„სამწუხაროდ, ანტალს საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურდა. ეროვნული ნაკრები ისეთი რამ არის, მთელი სულითა და გულით უნდა გსურდეს ნაკრებში თამაში, მაგრამ მას ეს სურვილი არ ჰქონია. მას ვესაუბრეთ და მისი გადაწყვეტილება უნგრეთის ნაკრებში თამაში იყო“.
- განაცხადა იაშვილმა.
20 წლის იაკობაშვილი „ჟირონა“ B-ს წევრია. ის ამპლუით ცენტრალური მცველია (193 სმ).
2021 წლიდან იაკობაშვილი უნგრეთის ასაკობრივი ნაკრებების წევრია. მან U18-ში, U19-ში და U21-შიც ითამაშა. საბოლოოდ, მისი არჩევანი სწორედ უნგრეთის ნაკრებზე შეჩერდა.