არნე სლოტი: მამარდაშვილი კლუბის მომავლის გრძელვადიანი დაცვის მაგალითია
„ლივერპულის“ მწვრთნელმა, არნე სლოტმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბის ახალ შენაძენზე - გიორგი მამარდაშვილსა და ფედერიკო კიეზაზე ისაუბრა.
„ბედნიერი ვართ, რომ მათთან კონტრაქტი გავაფორმეთ, რადგან ეს ძლიერი გუნდია. კიეზას შეუძლია მოკლევადიან პერსპექტივაში დაგვეხმაროს, მამარდაშვილი კი კლუბის მომავლის გრძელვადიანი დაცვის მაგალითია“, - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
„ლივერპულმა“ ფედერიკო კიეზა ოფიციალურად 29 აგვისტოს წარადგინა. მან იტალიის ეროვნულ ნაკრებში 51 მატჩი ჩაატარა, ინგლისურ კლუბში კი „იუვენტუსიდან“ გადავიდა, სადაც მან 4 სეზონი გაატარა.
რაც შეეხება ქართველი მეკარეს, მისი ტრანსფერი „წითლებს“ 35 მილიონი ევრო დაუჯდა. „ჯვაროსნების“ მეკარე 1-წლიანი იჯარის წესით „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულს“ კი 2025 წლის ივნისში შეუერთდება.