ზინედინ ზიდანი, კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

დიუგარი: ზიდანი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებით შეპყრობილია, სხვაგან არ იმუშავებს

კრისტოფ დიუგარიმ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებაზე ოცნებობს.

„მან თქვა, რომ საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებით დაინტერესებული იყო. ეს შესამჩნევი და აღსანიშნავია. ზიდანი ამ იდეით უბრალოდ შეპყრობილია. თავის დროზე მან უარი თქვა იტალიაში მუშაობაზე, ასევე ინგლისში, ბაიერნში. ის შეთავაზებებს უბრალოდ არც პასუხობდა. შესაძლოა მან მწვრთნელად აღარც კი იმუშაოს.

თუ გვინდა, რომ ის მწვრთნელის პოსტზე კვლავ ვიხილოთ, მან საფრანგეთის ნაკრები უნდა ჩაიბაროს. ეს მისი ყველაზე დიდი სურვილია.

არ ვიცი როდის მოხდება ეს. დიდიე დეშამს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა და უნდა ვნახოთ, როგორი იქნება ნაკრები ზიზუსთან ერთად“.

- განაცხადა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა RMC Sport-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამს საფრანგეთის ნაკრებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება მიღწეულია - ოსიმენი საუდის არაბეთში მიდის
შეთანხმება მიღწეულია - ოსიმენი საუდის არაბეთში მიდის