ემპოლი, საბა საზონოვი
Aa
Aa

ოფიციალურად - საბა საზონოვი ემპოლის ფეხბურთელია

საბა საზონოვი „ემპოლის“ ფეხბურთელია - „ემპოლიმ“ ქართველი მცველის დამატების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მიღწეულია შეთანხმება „ტორინოსთან“ 2002 წელს დაბადებული ქართველი მცველის, საბა საზონოვის იჯარით გადმოსვლათან დაკავშირებით“, - წერს „ემპოლის“ ოფიციალური გვერდი.

აღსანიშნავია, რომ იჯარის პერიოდის დასრულების შემდეგ „ემპოლის“ საზონოვის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება. აღსანიშნავია, რომ „ემპოლის“ ღირსებას იცავს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი - 20 წლის საბა გოგლიჩიძე.

გუშინ „ტორინომ“„ემპოლიდან“ სებასტიან ვალუკევიჩი დაიმატა - მის სანაცვლოდ კი 5 მილიონ ევროს გადაიხადა და ტოსკანურ კლუბში ორი ფეხბურთელი - საბა საზონოვი და პიეტრო პელეგრი გაანათხოვრა.

„ტორინომ“ საზონოვი მოსკოვის „დინამოდან“ 2,7 მილიონ ევროდ 2023 წლის ზაფხულში შეიძინა. მიმდინარე სეზონში საზონოვმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა - ქართველი ცენტრალური მცველი „მილანის“ წინააღმდეგ მატჩში მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა.

„ემპოლიში“ საბას დებიუტი შესაძლოა ხვალ შედგეს, როდესაც ტოსკანური კლუბი „ბოლონიას“ ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რამაზ სვანაძემ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
რამაზ სვანაძემ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა