სტერლინგი: თოფურია სასტიკია, თუმცა რა მოხდება, თუ მაქსი მას დაღლის?
სუპერ მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და საინტერესო მოსაზრება დააფიქსირა.
„ეს ბიჭი სასტიკია, მას შეუძლია მეტოქე დაამსხვრიოს, თუმცა ვოლკანოვსკისთან პირველ რაუნდში პრობლემები ჰქონდა.
მაქს ჰოლოუეი ფეხით შესანიშნავად მუშაობს, მაღალი დაცვაც კარგი აქვს, გრძელ დარტყმებსაც იყენებს. მას მეტოქესთან უფრო ახლო კონტაქტით შეუძლია იბრძოლოს, ვიდრე ამას ვოლკანოვსკი აკეთებს. მისი ფეხით მუშაობა კი არის ის, რაც მაქსს ბრძოლებისას დიდ დახმარებას უწევს. ასევე, იგი დიდი გამძლეობით გამოირჩევა.
თუ, ჰოლოოუეი თავის დიაპაზონში დარჩება, მის სტილს შეინარჩუნებს, მაშინ შანსი ექნება. თოფურიას კარგი შეტევები აქვს, მაგრამ მაქსს კარგი დაცვა შეუძლია.
ჩემთვის საინტერესო სანახავი იქნება, თუ მაქსი ბოლომდე გაძლებს და დასკვნით რაუნდებამდე მივალთ. ჩვენ ჯერ არასდროს გვინახავს თოფურია დაღლილი, დაქანცული. რა მოხდება მაშინ, თუ იგი მცირე დაღლილობას იგრძნობს?
თუ, მაქს ჰოლოუოეი თავის სასტარტო ვერსიას დაუბრუნდება, მაშინ ჩვენ წინ ძალიან საინტერესო ბრძოლა გველის“.
- ციტირებს სტელინგის სიტყვებს mmajunkie.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება თბილისის დროით, 27 ოქტომბერს გაიმართება. „ელ მატადორისა“ და „დალოცვილის“ ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა გახლავთ.