სენსაცია აშშ-ის ღია პირველობაზე | ალკარასი 74-ე ჩოგანთან დამარცხდა
მსოფლიოს მესამე ჩოგანი და პარიზის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპთან (74-ე ჩოგანი) სენსაციურად დამარცხდა - 1:6, 5:7, 4:6.
ნიდერლანდელისთვის ეს საუკეთესო ხუთეულში შემავალ მეტოქეებთან მხოლოდ მეორე გამარჯვებაა, ალკარასისთვის კი დიდ სლემებზე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
მესამე წრეში ვან დე ზანდშულპი ინგლისელ ჯეკ დრაპერს შეხვდება (25).
Botic van de Zandschulp just knocked Carlos Alcaraz out of the US Open! pic.twitter.com/QK3ZrkoPgx
— US Open Tennis (@usopen) August 30, 2024
კარლოს ალკარასი:
„ზაფხული ძალიან დატვირთული იყო, ძალიან ბევრი მატჩი ვითამაშე, ენერგია არ მქონდა. დიდ სლემებზე ასპარეზობამდე მეტი დასვენება მჭირდება. ვუპირისპირდებოდი როგორც ჩემს მეტოქეს, ასევე საკუთარ თავს. ემოციების კონტროლი მიჭირს, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. როდესაც მატჩის შემოტრიალება მსურდა, უკვე გვიანი იყო. დღეს დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლო“.