გიორგი გივიშვილი
Aa
Aa

ძიუდო: გიორგი გივიშვილმა რუს მეტოქეს სძლია და მსოფლიო ჩემპიონია

პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე -66 კგ-ში გიორგი გივიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი აბდულახ პარჩიევი დაამარცხა.

გივიშვილმა ტურნირზე თავისი ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოსვლა დომინიკელი ანდერსონ არიასის იპონით ძლევით დაიწყო. შემდეგ იყო ხორვატი დავიდ სეგა და ასევე იპონი. მეოთხედფინალში არგენტინელ რეივერ სოტოსაც იპონით მოუგო. ნახევარფინალში კი მორიგი იპონი შემოგვთავაზა და ფრანგი ბაპტისტ დე არაუჟოც დაამარცხა.

ეს ქართული დელეგაციისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალია. აქამდე ორი ბრინჯაოს შანსი ვასილ გამეზარდაშვილს (-66) და მერაბ სამადაშვილს (-60) ჰქონდათ, თუმცა ორივე მათგანი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარკ გოდარდი არ იქნება | დვალიშვილისა და ომალის ჩხუბის მსაჯი ცნობილია
მარკ გოდარდი არ იქნება | დვალიშვილისა და ომალის ჩხუბის მსაჯი ცნობილია