ლეგიონერები ევროსარბიელზე: დვალმა პენალტი ვერ გაიტანა და აპოელი გამოვარდა
ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს ქართველი ლეგიონერების გუნდების მატჩები იწვევდა.
ლაშა დვალის „აპოელმა“ ევროპა ლიგაზე ლატვიურ RFS-ს უმასპინძლა, რომელთა ღირსებასაც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე იცავენ. პირველი შეხვედრა ლატვიაში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. კვიპროსში გამართული დაპირისპირებაც 2:1 დასრულდა.
შეხვედრა დამატებით დროში 94-ე წუთზე დონისის გოლის შემდეგ გადავიდა, სადაც ბევრი მომენტი არ შექმნილა. ორივე გუნდი პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, სადაც უფრო უკეთ სტუმრებმა იმოქმედეს და 4:2 მოიგეს.
„აპოელის“ ფეხბურთელებმა ორი პენალტი გააფუჭეს, მეორე გაცუდებული დარტყმა ლაშა დვალმა შეასრულა, რომელმაც მოედანზე 120 წუთი გაატარა. თბილისში საბერძნეთთან მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად დვალმა გატანა ვერ შეძლო.
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“, რომელმაც სტუმრად შოტლანდიაში „კილმარნოკთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო. საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი დაუზუსტებელი მიზეზით ამჯერად განაცხადში არ იმყოფებოდა.
კონფერენს ლიგის პლეი-ოფიდან გამოვარდა დავით ვოლკოვის „ზირა“. აზერბაიჯანულმა კლუბმა შინ კვიპროსულ „ომონიას“ 1:0 მოუგო, თუმცა სტუმრად 0:6 ჰქონდა წაგებული. ქართველი ფორვარდი სასტარტოში იმყოფებოდა და 61-ე წუთზე შეცვალეს.