გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„შოუს წაყვანას განაგრძობს“ | Football League World-ის სტატია ჩაკვეტაძეზე

Football League World-მა გიორგი ჩაკვეტაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა. მისმა ავტორმა, ადამ ლა რუამ ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ „კრაზანებმა“ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა „ჩაკვე“ გუნდში დიდი ხნით დაიტოვონ.

„უოტფორდმა 2024-25 წლების სეზონი საოცრად დაიწყო და პირველ 5 შეხვედრაში უშეცდომო იყო. კრაზანებმა, როგორც თასზე, ისე ჩემპიონშიპის ეგიდით, ჯამში 3 გოლი გაუშვეს, თავად კი 15 ბურთი შეაგდეს. გიორგი ჩაკვეტაძის სათამაშო ფორმა უოტფორდის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო და ქართველი ფეხბურთელი, საუცხოო პერფორმანსებით, შოუს წაყვანას განაგრძობს.

უოტფორდის მაისურით თავი ბევრმა გამოიჩინა, მაგრამ ჩაკვე ჩვენს გაოცებას განაგრძობს. ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალების შემდეგ, ფლეიმეიქერი კრაზანებში დაბრუნდა, რათა რაღაცები დაემტკიცებინა. ის ამას აკეთებს, რითაც უოტფორდო სარგებელს იღებს.

გიორგის ერთი საათი ეყო, რომ მიმდინარე სეზონზე თავისი კვალი დაეტოვებინა და მილუოლის კარი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით აიღო. Football League World-ის ექსპერტი, ჯასტინ ბიტი თვლის, რომ უოტფორდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩაკვეტაძე შეინარჩუნოს და გუნდში დიდი ხნით დაიტოვოს.

ქართველი ნახევარმცველის მსგავს ფეხბურთელს შეუძლია, საოცრებები აკეთოს და მეტოქე გუნდების დაცვის ხაზები დაშალოს. ჩაკვემ სეზონი ისე დაიწყო, მარტივი გასაგებია, კრაზანები ყველაფერს რატომ გააკეთებენ, რათა იგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არ დაკარგონ“, - წერია სტატიაში.

ცნობისთვის, ჩემპიონშიპის 3 ტურის შემდეგ, „უოტფორდს“ 9 ქულა აქვს და „სანდერლენდთან“ ერთად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 1-ელ სექტემბერს, „შეფილდის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას აგენტი მართალი იყო, თვეების წინ მის ნათქვამს ნაგავი უწოდეს“
„კვარას აგენტი მართალი იყო, თვეების წინ მის ნათქვამს ნაგავი უწოდეს“