მარკ გოდარდი არ იქნება | დვალიშვილისა და ომალის ჩხუბის მსაჯი ცნობილია
მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და შონ ომალის დაუპირისპირდება. „მანქანისა“ და „შუგას“ ჩხუბი თბილისის დროით, 15 სექტემბერს გაიმართება და ახლახან, ოქტაგონის მსაჯის ვინაობა ცნობილი გახდა.
ომალისა და დვალიშვილის ბრძოლას ჰერბ დინი გაუძღვება. დინი გამოცდილი რეფერია და დღესდღეობით, ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. მერაბისთვის კარგი ამბავი ისიცაა, რომ UFC-იმ ჩხუბის განსჯა მარკ გოდარდს არ მიანდო. „მანქანას“ გოდარდი რამდენჯერმე გაუკრიტიკებია და თვლის, რომ მას ორთაბრძოლების ნაადრევად გაჩერება ახასიათებს.
საინტერესოა, რომ მოახლოებულ ჩხუბთან დაკავშირებით, მერაბმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „14 სექტემბერი - ომისთვის მზად ვარ“.
View this post on Instagram
ცნობისთვის, დვალიშვილს შეუძლია, UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს. „მანქანა“ და „შუგა“ ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ იჩხუბებენ და დვალიშვილს აქვს შანსი, ილია თოფურიას წარმატება გაიმეოროს.