ჩემპიონთა ლიგის წილისყრა | ქართველი ფეხბურთელების კლუბების მეტოქეები
მონაკოში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა და ლიგის ეტაპზე, კლუბების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ირაკლი აზაროვის „შახტარი“, გურამ კაშიას „სლოვანი“ და ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ იასპარეზებენ.
„შტურმის“ მეტოქეები - ლაიფციგი (შინ), დორტმუნდი (სტუმრად), ბრიუგე (შინ), ატალანტა (სტუმრად), სპორტინგი (შინ), ლილი (სტუმრად), ჟირონა (შინ), ბრესტი (სტუმრად).
„სლოვანის“ მეტოქეები - სიტი (შინ), ბაიერნი (სტუმრად), მილანი (შინ), ატლეტიკო (სტუმრად), დინამო ზაგრები (შინ), სელტიკი (სტუმრად), შტუტგარტი (შინ), ჟირონა (სტუმრად).
შახტარის მეტოქეები - ბაიერნი (შინ), დორტმუნდი (სტუმრად), ატალანტა (შინ), არსენალი (სტუმრად), იანგ ბოიზი (შინ), პსვ (სტუმრად), ბრესტი (შინ), ბოლონია (სტუმრად).
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით პირველად ტარდება და ლიგის ეტაპის გახსნითი მატჩები 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართება. კალენდარი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფები დასრულდება.