ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ჩეფერინი: ჩემპიონთა ლიგა უფრო არაპროგნოზირებადი და მომგებიანი გახდება

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის უპირატესობის შესახებ ისაუბრა და სუპერლიგიაზე უარყოფით კონტექსტში კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს. ტურნირი უფრო არაპროგნოზირებადი და საინტერესო გავხადეთ, მასში მონაწილეობის შანსი უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ექნება“.

– საბოლოოდ ამან შესაძლებელი გახადა სუპერლიგის იდეის მოკვლა?

„ვერ ვიტყვი, რომ სწორედ ამან მოკლა სუპერლიგა. პირიქით, ეს თავად მათი წინადადების აბსურდულობამ გააკეთა. მაგრამ ტურნირი (ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი) ისეთი საინტერესო გამოდგა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვისაც ფეხბურთზე ოდნავი წარმოდგენაც კი აქვს, არ მოინდომოს მასში მონაწილეობა“.

- არ გგონიათ, რომ ძალიან ბევრი მატჩი იქნება?

„ვფიქრობ, ახლა უკვე ძალიან ბევრი მატჩია. ერთის მხრივ, კლუბები ამბობენ, რომ ფინანსური თვალსაზრისით ვეღარ ახერხებენ მოთამაშეების გაფორმებას და მწვრთნელების დაქირავებას, მეორე მხრივ, ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, აღარ სურთ ამდენი თამაში. მაგრამ ახლა მატჩები უფრო საინტერესო გახდება და ამით ყველა ისარგებლებს.

ვფიქრობ, კალენდარი უკვე გადატვირთულია და მატჩებს ვეღარ დავამატებთ",

- განაცხადა უეფას პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: ვცდილობ, კვარა უფრო არაპროგნოზირებადი გავხადო
კონტე: ვცდილობ, კვარა უფრო არაპროგნოზირებადი გავხადო