ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი, ვიქტორ ოსიმენი, რობერტო კალენდა
Aa
Aa

„კვარას აგენტი მართალი იყო, თვეების წინ მის ნათქვამს ნაგავი უწოდეს“

ვიქტორ ოსიმენის მომავალი ამ მომენტამდე გაურკვეველია. „ნაპოლი“ მის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს ითხოვდა. ეს რეალობას აცდენილი თანხა ბუნებრივია არავინ გადაიხადა და საქმე იქამდე მივიდა, რომ 29 აგვისტოსთვის ნიგერიელი ჯერაც ნეაპოლელთა რიგებშია.

ოსიმენის წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევროა და ბონუსებით ის მეტსაც მიიღებს. დე ლაურენტისს მისი გაყიდვა, რომ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამხელა ხელფასზე თანხმობა სწორედ ამიტომ განაცხადა, თუმცა ფეხბურთელს არარეალური ფასი დაადო და ახლა ამისთვის ისჯება. ყველაფერი კი ისე მიდის, შესაძლოა ბოლოს ყველაზე მართალი მამუკა ჯუღელი გამოდგეს, რომელმაც 2024 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვიქტორი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა.

ნეაპოლური გამოცემა ilnapolista წერს, რომ რამდენიმე თვის წინ, კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადება ნელ-ნელა რეალობას ემსგავსება და ვიქტორ ოსიმენის საუდის არაბეთში გადასვლის შანსები იზრდება.

„ოსიმენმა ხელი ახალ კონტრაქტს მოაწერა, მაგრამ მართლა ფიქრობთ, რომ ის მთელი კარიერა ნაპოლიში ითამაშებს? ახლავე ვიტყვი, რომ ზაფხულში ის საუდის არაბეთში წავა სათამაშოდ. ხვიჩა საუდის არაბეთში თამაშს არასდროს დათანხმდება, თუნდაც მილიარდს უხდიდნენ. ის ალბათ დათანხმდება მადრიდის რეალს, ბაიერნს, ბარსელონას, მანჩესტერ სიტის. ხვიჩას განსხვავებული ნება და მიზანი აქვს. მას სურს იყოს წარმატებული და ის ამას უკვე აღწევს“. - ამბობდა ჯუღელი.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს, ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ მამუკა ჯუღელის სიტყვებს უპასუხა:

„ყველამ საკუთარ თავს და სახლს უნდა მიხედოს, სხვის შრომას კი პატივი სცეს. არ არის სწორი იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებსაც შენ არ წარმოადგენ. ეს პრობლემებსა და გაუგებრობას ქმნის. ჯუღელის განცხადება ზედაპირული და მიუღებელია. ის არგუმენტების გარეშე საუბრობს. ოსიმენს აფრიკის თასის გარდა საზრუნავი მხოლოდ ერთი აქვს - ნაპოლის დახმარება. დანარჩენი ყველაფერი ნაგავია“.

ამჟამად როგორც ჩანს, ის, რაც კვარას აგენტმა თვეების წინ თქვა რეალური ხდება. ასე რომ, ის მთლად არ შემცდარა, პირიქით“.

- წერს ნეაპოლური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება. „ნაპოლის“ ოსიმენის თაობაზე რეალური შეთავაზება მხოლოდ საუდის არაბეთიდან აქვს. 65 მილიონი ევრო ფეხბურთელის სანაცვლოდ და თავად ვიქტორს წლიურად დაახლოებით 30 მილიონ ევროს სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - რომელუ ლუკაკუ ნაპოლის ფეხბურთელია
ოფიციალურად - რომელუ ლუკაკუ ნაპოლის ფეხბურთელია