„ლივერპულმა“ ფედერიკო კიეზა ოფიციალურად წარადგინა
26 წლის გარემარბმა, ფედერიკო კიეზამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მზადაა „წითლებს“ შეუერთდეს. ამის შესახებ „ლივერპულის“ ოფიციალური ვებგვერდი წერს.
კიეზამ იტალიის ეროვნულ ნაკრებში 51 მატჩი ჩაატარა, ინგლისურ კლუბში კი „იუვენტუსიდან“ გადავიდა, სადაც მან 4 სეზონი გაატარა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ლივერპულის“ მოთამაშე გავხდი. როდესაც რიჩარდ ჰიუზმა დამირეკა და მკითხა, მინდოდა თუ არა „ლივერპულში“ გადასვლა, ხოლო შემდეგ მწვრთნელმა დამირეკა, მე მაშინვე დავთანხმდი, რადგან ვიცი ამ ამ კლუბის ისტორია და ისიც ვიცი, რას ნიშნავს ის გულშემატკივრებს“, - განაცხადა კიეზამ.