ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ფლოიდ მეივეზერი, ჯო როგანი
Aa
Aa

„ფლოიდიც ამის მაგალითია, ილია ფენომენალური მებრძოლია“ | ჯო როგანი თოფურიაზე

UFC-ის ცნობილმა კომენტატორმა, ჯო როგანმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. როგანმა, საკუთარ პოდკასტში, „ელ მატადორის“ ვარჯიშის ვიდეოზე გაამახვილა ყურადღება და ქართველი მებრძოლი ფლოიდ მეივეზერს შეადარა.

„შეხედეთ, სავარჯიშო თათებს როგორ ურტყამს. ფლოიდ მეივეზერი ამის ნათელი მაგალითია და ვსაუბრობთ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ხელების მქონე სპორტსმენებზე. შეხედეთ, თავს როგორ ამოძრავებს, როცა მისი სპარინგ-პარტნიორი მუშტებს იქნევს. შეხედეთ, რა სისწრაფე აქვს. დაუჯერებელი სისწრაფე აქვს. ამის გაკეთება ძალიან ძნელია და ილია წამში 5-6 დარტყმას ახორციელებს.

თოფურია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ილია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი და ფენომენალური მებრძოლია. ფენომენალური ტექნიკა აქვს და ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს. თოფურია და მისი სპარინგ-პარტნიორი არ ლაპარაკობენ. ის უბრალოდ ხედავს მისი სპარინგ-პარტნიორი შეტევაზე როდის გადადის და დარტყმებს ირიდებს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს და საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას შეეცდება. ჰოლოუეი UFC-ში ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება და MMA-ის მოყვარულები მათ ჩხუბს მოუთმენლად ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვი დაბრუნდა - ორი დებიუტანტი ნაკრების შემადგენლობაში
აზაროვი დაბრუნდა - ორი დებიუტანტი ნაკრების შემადგენლობაში