ანა ჯაფარიძე
Aa
Aa

ანა ჯაფარიძე ნახევარფინალშია - 19 წლის პარატაეკვოინდოისტის წარმატება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე პარალიმპიური თამაშების პირველივე საშეჯიბრო დღე საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მართალია ჯერ მედალი საბოლოოდ არ გაუნაღდებია, მაგრამ 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ, რომელიც საქართველოს პარალიმპიურ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე, უდიდესი მიღწევაა.

ჯაფარიძე პარალიმპიურ თამაშებში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და ამერიკელი მოწინააღმდეგე არიანა პაოლო აგილარ რამოსი დამაჯერებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 22:2 დაამარცხა. მისი მომდევნო მეტოქე გაცილებით ძლიერი იყო, თუმცა ჯაფარიძემ ურთულეს ბრძოლაში წინა პარალიმპიური თამაშების პრიზიორს, თურქ მერიემ ჩავდარს 7-6 მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ირანელ ზაჰრა რაჰიმის დაუპირისპირდება.

დღესვე პარატაეკვონდოში ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთი სპორტსმენი ლია ჩაჩიბაია გამოვიდა და პირველივე წრეში მაროკოელ ნაუალ ლარიფისთან წააგო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მეტოქე ნახევარფინალში გავიდა, ჩაჩიბაიამ დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი დღეს თბილისის დროით, 21:00 სააათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარეკორდო შემადგენლობითა და გაზრდილი ამბიციებით - მზადება პარალიმპიური თამაშებისთვის
სარეკორდო შემადგენლობითა და გაზრდილი ამბიციებით - მზადება პარალიმპიური თამაშებისთვის