კირან ტრიპიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ინგლისელმა მარჯვენა მცველმა, კირან ტრიპიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
33 წლის ფეხბურთელმა საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, 54 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ხორვატიას გაუტანა.
მისი დებიუტი ნაკრებში 2017 წელს შედგა და სამჯერ გუნდის კაპიტანი იყო.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, წარმედგინა ჩემი ქვეყანა 4 უდიდეს ტურნირზე. მინდა მადლიერება გამოვხატო გარეთ საუთგეიტისა და მთელი პერსონალის მიმართ, ვინც ინგლისის ნაკრებთან ერთად მუშაობდა, ნდობისთვის, რასაც ჩემს მიმართ მრავალი წლის განმავლობაში იჩენდნენ“, - დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
კირან ტრიპერი ამჟამად „ნიუკასლში“ თამაშობს.