„მაკტომინეი ბოლო შენაძენი არაა, ნაპოლი კიდევ ერთ ტრანსფერზე მუშაობს“ - იტალიური მედია
„ნაპოლიმ“ რომელუ ლუკაკუსა და სკოტ მაკტომინეის ტრანსფერებზე მუშაობა დაასრულა - უახლოეს საათებში ორივე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. თუმცა, როგორც იტალიელი ჟურნალისტი ვალტერ დი მაჯიო ამბობს, სატრანსფერო ბაზარზე „პარტენოპეის“ აქტიურობა ამით არ დასრულდება და კლუბს კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენა სურს.
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება. „ნაპოლი“ ეძება მარჯვენა გარემარბს და პრიორიტეტული ვარიანტი „აინტრახტის“ ფრანგი ნახევარმცველი ჯუნიორ დინა ებიმბეა.
თუმცა, მანამდე „პარტენოპეიმ“ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს. გაეტანო „კალიარიში“ წავა, ძერბინი „მონცაში“ დაბრუნდება. ასევე, კონტეს გეგმებში არ შედის მარიო რუი“, - აცხადებს დი მაჯიო.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ნაპოლიმ“ 4 ფეხბურთელი დაიმატა. გუნდს უკვე შეუერთდნენ ალესანდრო ბუონჯორნო, რაფა მარინი, ლეონარდო სპინაცოლა და დავიდ ნერეში. უახლოეს დღეებში კონტეს განკარგულებაში ასევე იქნებიან ლუკაკუ და მაკტომინეიც.
31 აგვისტოს „ნაპოლი“ „პარმას“ უმასპინძლებს - მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.