ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელიამ აჩვენა, რომ დიდი პოტენციალი აქვს და მოწინააღმდეგის გაოცება შეუძლია“ | ნეაპოლური მედია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ში მესამე ტურისთვის ემზადება. კონტეს გუნდი „პარმას“ უმასპინძლებს. ნეაპოლური მედია გუნდის შემადგენლობაზე წერს და კვარას როლზე ამახვილებს ყურადღებას.

რას წერს IL Vaporetto:

„პოლიტანო და კვარაცხელია - ალტერნატივები თავდასხმაში: რასპადორისთან ერთად, პოლიტანო და კვარაცხელია ეფექტური არჩევანია. პოლიტანოს, თავისი გამოცდილებით, გადამწყვეტი გოლების გატანის უნარი აქვს, კვარაცხელიამ კი აჩვენა, რომ დიდი პოტენციალი აქვს და მოწინააღმდეგის გაოცება შეუძლია. ორივე მოთამაშეს შეუძლია თამაშში ნებისმიერ მომენტში ჩაერთოს და თუ რასპადორი საუკეთესო ფორმაში არ იქნება, ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში სადებიუტო გოლი „ბოლონიასთან“ მატჩში გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„პარმასთან“ შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა კვარა ფორმაშია მისი შეჩერება ყველა მცველისთვის პრობლემაა“
„როცა კვარა ფორმაშია მისი შეჩერება ყველა მცველისთვის პრობლემაა“