გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი, კელეჰერი
Aa
Aa

კელეჰერს წასვლა სურს - რაში სჭირდებოდა ლივერპულს მამარდაშვილი

ინგლისური პრემიერ ლიგის ერთ-ერთმა გრანდმა  „ლივერპულმა“ ტრანსფერი ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახორციელა და „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ შეიძინა. ბრიტანული პრესა „წითლების“ მხრიდან ამ გარიგების გაჩარხვის გამო გაკვირვებული გახლდათ, რადგან ყველა თვლის, რომ თუ რომელიმე პოზიციაზე კლუბს პრობლემები არ ჰქონდა, ეს სწორედ მეკარე იყო.

„ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ალისონ ბეკერისა და კაოიმჰინ კელეჰერის სახით გუნდს ისედაც ჰყავდა ორი უმაღლესი დონის გოლკიპერი, რომლებიც არათუ რეგრესირებენ, არამედ პროგრესირებენ.

თუმცა, არის მედლის მეორე მხარეც - 31 ბრაზილიელს მერსისაიდულ გრანდთან ხელშეკრულება ორი წლის შემდეგ ეწურება და იქიდან გამომდინარე, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში ძალების მოსინჯვის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს, გამორიცხული არ არის, წასვლა მოინდომოს. რაც შეეხება კელეჰერს, ირლანდიელი მეკარე სათადარიგოს როლით კმაყოფილი აღარ არის და ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს თუ არა, ერთი წლის შემდეგ მაინც დატოვებს „წითლებს“.

ყოველივე აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს, რომ მამარდაშვილი „ლივერპულს“ ჰაერივით სჭირდებოდა და ის რომ უმაღლესი დონის კიპერია, ეს ჯერ ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, ახლა კი ესპანეთის ლა ლიგაში შარშან დაწყებულ საქმეს კარგად აგრძელებს და თითქმის ყოველ ტურში გულშემატკივრებს შთამბეჭდავი სეივებით ანებივრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი მატჩის MVP გახდა - ვალენსია ბილბაოსთან დამარცხდა
მამარდაშვილი მატჩის MVP გახდა - ვალენსია ბილბაოსთან დამარცხდა