მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

„ეს ლივერპულში ჩემი ბოლო სეზონია“ - სალაჰმა მომავალზე ისაუბრა

„ლივერპულის“ გარემარბმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა მომავალზე ისაუბრა და მიანიშნა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „წითლებს“ დატოვებს.

„ვიდრე სეზონი დაიწყებოდა, ჩემ თავს ვუთხარი, რომ „ენფილდზე“ ერთი წელი დამრჩა და ამით უნდა ვისიამოვნო. მომავალზე ფიქრი ახლა არ მსურს. კონტრაქტს შევასრულებ და მომავალზე მერე ვიფიქრებ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებს წინ არ გავუსწრო და „ლივერპულში“ თამაშით სიამოვნება მივიღო“, - ამბობს 32 წლის ეგვიპტელი.

შარშან სალაჰში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს „ალ-იტიჰადი“ იხდიდა, თუმცა მერსისაიდულმა კლუბმა ევგიპტელის გაყიდვაზე უარი თქვა.

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულმა“ 2017 წელს „რომადან“ 42 მილიონი ევროდ შეიძინა. სალაჰმა მერსისაიდელების რიგებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 213 გოლი გაიტანა, რაც „ლივერპულის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეხუთე შედეგია.

სალაჰმა „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხმა ამოიღეთ, ყველაფერზე თავს ნუ აქნევთ“ - მათეუსმა ბაიერნი გააკრიტიკა
„ხმა ამოიღეთ, ყველაფერზე თავს ნუ აქნევთ“ - მათეუსმა ბაიერნი გააკრიტიკა