ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

გაურკვევლობა ოსიმენის ირგვლივ - არაბული ვარიანტი რეალური ხდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ვიქტორ ოსიმენი კი ჯერჯერობით ისევ „ნაპოლის“ ფეხბურთელია. მოვლენების ასეთი განვითარება არც ნიგერიელი ფორვარდის და არც კლუბის ხელმძღვანელების გეგმებში არ შედიოდა. ის გუნდი, რომელიც პარტენოპეის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ფინანსურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აფრიკელი ფორვარდის გემოვნებაში არ ჯდება, ხოლო იმ გუნდს, სადაც ფეხბურთელს წასვლა სურს, მის სანაცვლოდ არც ამხელა თანხის გადახდა შეუძლია და არც იმხელა ხელფასის დანიშვნა, რამდენსაც ოსიმენი ნეაპოლში იღებს.

ნიგერიელის ყოველწლიური ანაზღაურება „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტის თანახმად, 11 მილიონი ევროა. „ჩელსის“ ხელმძღვანელები მას ამხელა ხელფასის გადახდას ვერ ჰპირდებიან, რის გამოც „სტემფორდ ბრიჯზე“ გადაბარგებისგან თავად ოსიმენიც უკან უხევს. მისი აგენტი ანტონიო კალიენდა „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად მოლაპარაკებების საწარმოებლად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ „არისტოკრატების“ წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ამის პარალელურად არის „ალ აჰლის“ ვარიანტი, რომელიც მზადაა ვიქტორს იმ 11 მილიონის ნაცვლად, რასაც კამპანიაში იღებს, ორჯერ მეტი, 22 მილიონი ევრო გადაუხადოს. გარდა ამისა, საუდის არაბეთის გუნდის ხელმძღვანელებმა ოსიმენს კონტრაქტში სპეციალური პუნქტის ჩადება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც ორი წლის შემდეგ ნებისმიერ ევროპულ გუნდს მისი ტრანსფერის გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ შეეძლება.

თუ ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს ღამის თორმეტ საათზე იხურება, საუდის არაბეთის კლუბებს ახალი ფეხბურთელების დამატება 2 სექტემბრამდე შეუძლიათ, რაც ოსიმენის „ალ აჰლიში“ გადასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის - ლუკაკუს ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია
სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის - ლუკაკუს ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია