ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, მარკო ტოლიჩი
Aa
Aa

„ეს სასწაულის ტოლფასია“ - ვაისის მეორე საჩუქარი სლოვაკურ ფეხბურთს

ვლადიმირ ვაისი, რომელიც სამწვრთნელო კარიერის მანძილზე რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებსაც ამზადებდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სლოვაკური ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია. მან ჯერ სლოვაკეთის ნაკრების ისტორია დაწერა და ეს გუნდი ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, ახლა კი იგივეს გაკეთება საკლუბო დონეზე შეძლო და ბრატისლავის „სლოვანს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოაპოვებინა. დანიის „მიდტიულანდათან“ თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი ემოციებს ვერ მალავდა.

რა თქვა ვაისმა

ეს რაღაც სასწაულის ტოლფასია - გამოუცდელი გუნდი ვართ, საპასუხო შეხვედრაში უფრო გამოცდილ მეტოქესთან ვაგებდით, თუმცა მატჩის შემოტრიალება მოვახერხეთ და ჯგუფური ეტაპის საგზური სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ.

მარკო ტოლიჩმა დუბლი შეასრულა და პირადად ჩემთვის ის წარმოუდგენლად მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა არც ერთი ჩემი მოთამაშე არ მინდა განსაკუთრებულად გამოვყო, რადგან ამ წარმატებაში თითოეულმა კოლოსალური შრომა ჩადო.

არაფერში არ სჭირდებოდა, მაგრამ იურაი კუცკა ბოლო კვირების განმავლობაში სატრენაჟორო დარბაზიდან ვერ გამოვიყვანე. მისი ასეთი საქციელი კარგი დასტურია იმისა, თუ როგორი მონდომებულები ვიყავით და რამდენად ბევრი გავიღეთ აქამდე მოსასვლელად.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანის“ დაცვის ლიდერია საქართველოს ეროვნული ნაკრების 37 წლის კაპიტანი გურამ კაშია და მიუხედავად იმისა, რომ მას ზურგს ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა უმაგრებს, ის ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგაზეა - სლოვანმა მიდტიულანდს მოუგო
გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგაზეა - სლოვანმა მიდტიულანდს მოუგო