პარალიმპიური თამაშები
Aa
Aa

პარიზში ზაფხულის პარალიმპიური თამაშები გაიხსნა

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. ელისეს მინდვრებზე გამართულ აღლუმში დაახლოებით 4400-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 180-ზე მეტს ქვეყანას წარმოადგენენ.

ზაფხულის XVII პარალიმპიური თამაშები 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს.

თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ღირსებას პარა ტაეკვონდოს ნაკრების წევრები: ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) და ანა ჯაფარიძე (-52 კგ) დაიცავენ.

შეჯიბრი 12:00 საათზე დაიწყება, საფინალო ბლოკი კი 17:00 საათიდან.

შეგახსენებთ, რომ ქართველებისთვის ეს რიგით მესამე პარალიმპიური თამაშები იქნება - სადებიუტო თამაშები, სადაც საქართველოს პარალიმპიურმა გუნდმა იასპარეზა, 2008 წლის პეკინის შეჯიბრება იყო. მედალი კი პირველად 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში ავიღეთ, როდესაც ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური პარალიმპიური ჩემპიონი გახდა.

წინა თამაშებზე ტოკიოში ქართველმა პარასპორტსმენებმა, პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და პარაძიუდოისტებმა ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკერებს ბუჩქის საკრეჭი მაკრატლით იღებს“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა
„ნაკერებს ბუჩქის საკრეჭი მაკრატლით იღებს“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა