რონალდუ: „ჯერ წასვლა ადრეა“
კრიშტიანუ რონალდუსთან და მის კარიერასთან დაკავშირებით მსოფლიო სპორტულ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ 39 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის „ალ ნასრი“ ბოლო კლუბი იქნება და სულ მალე კარიერას დაასრულებს, თუმცა როგორც თავად აღნიშნა ჯერ იქამდე ძალიან შორია.
რას ამბობს რონალდუ
ბევრი უარყოფითად და აგრესიულად არის განწყობილი იმის გამო, რომ წასვლას არ ვაპირებ. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მინდა, უბრალოდ მსურს ჩემი შვილებისთვის კარგი მაგალითის მიმცემი ვიყო.
ევროპის ჩემპიონატი რომც მომეგო, მაინც გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც გამაკრიტიკებდნენ და იტყოდნენ, რომ თანაგუნდელებს ხელს ვუშლი. ასე რომ, მსგავს საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევ და ვცდილობ კონცენტრირება საკუთარ საქმეზე მოვახდინო.
ჯერ კიდევ შემიძლია დრიბლინგი, გოლის გატანა, ახტომა, თავით დარტყმა. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, კარიერის დასასრულთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დასაწყისთან, თორემ პენსიაზე გასვლამდე ჯერ ძალიან ადრეა.
„ალ ნასრის“ ღირსებას რონალდუ 2022 წლიდან იცავს და ყველა ტურნირზე გამართულ 74 შეხვედრაში 68 გოლი გაიტანა.