მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

ომალის მწვრთნელი: დარტყმების დროს დვალიშვილი წონასწორობას კარგავს და ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა საკუთარ YouTube-არხზე ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც UFC 306-ის ფარგლებში გაიმართება.

უელჩმა დვალიშვილის სუსტი და ძლიერი მხარეები დაასახელა.

„დარტყმების დროს მერაბ დვალიშვილი წონასწორობას კარგავს, წინ იხრება და ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას. ახლა ამის გამოსასწორებლად დრო აღარ დარჩა.

ბედნიერი ვარ, რომ, როგორც მწვრთნელს, შონ ომალისთან საჩხუბრად ვინმეს მომზადება არ მიწევს, იმიტომ რომ შესაბამისი სპარინგ პარტნიორების მოძებნა ძალიან რთული იქნებოდა.

მერაბი სუნთქვას არ აკონტროლებს, არც კი ფიქრობს ამის კონტროლზე. ის უბრალოდ სუნთქავს და როგორღაც ტემპის შენარჩუნებას ახერხებს. სწორედ ეს არის მასში ყველაზე სახიფათო - ტემპის შენარჩუნების უნარი“.

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის შონ ომალის წინააღმდეგ UFC 306-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით 15 სექტემბერს გაიმართება და მას ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრუტალური ნოკაუტი“ | ომალის ვარაუდი მერაბთან ჩხუბზე
„ბრუტალური ნოკაუტი“ | ომალის ვარაუდი მერაბთან ჩხუბზე