კრიშტიანუ რონალდუ, ევრო 2024
Aa
Aa

„ამ მიზეზით არ მიტირია, ხალხი არ მიცნობს“ - რონალდუმ ევრო 2024 გაიხსენა

კრიშტიანუ რონალდუმ თავის იუთუბ არხზე რიო ფერდინანდთან საუბრისას ევრო 2024 გაიხსენა და მერვედფინალში სლოვენიასთან გაცუდებული პენალტის შემდეგ ცრემლებზე ისაუბრა.

– ზოგიერთმა თქვა: „რატომ ტირის? ეს მისი ეგოა? რამ გამოიწვია ეს და როგორ გრძნობ თავს ახლა?

„როცა გატაცებული ხარ იმით, რასაც აკეთებ, ვერ იდარდებ შენს ემოციებზე. დავუშვათ, გაცუდებული პენალტის გამო ვიტირე, მაგრამ ვფიქრობ, ობლაკმა შესანიშნავი სეივი გააკეთა. მე არ ვტიროდი იმიტომ, რადგან ვგრძნობდი, რომ თუ პორტუგალია გამოვარდება, მთელი სამყარო თავზე დამემხობოდა, ბრალს მე დამდებდნენ. ხალხი არ მიცნობს.

წარმოიდგინეთ, რომ ბოლო 27 პენალტი გაიტანეთ და შემდეგ ასეთ სიტუაციაში გააცუდეთ. თავს ცუდად გრძნობ, ფიქრობ სტადიონზე მოსულ ხალხზე: ბავშვებზე, დედაზე, შეყვარებულზე. მე ვწუხდი ამის გამო. გგონია, ვიფიქრე, როგორ მისაყვედურებდნენ და იტყოდნენ, რომ პორტუგალია ჩემი შეცდომის გამო გამოეთიშა? მე ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, ვფიცავ!

საკუთარ თავზე ზეწოლა მოვახდინე. ამას 11 წლიდან ვაკეთებ. ჩემთვის ვფიქრობ: „კრიშტიანუ - შენ ხარ საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში“. ყოველთვის ამ მიმართულებით ვფიქრობ, საკუთარ თავზე დიდ ზეწოლას ვახორციელებ. როცა რაღაც არასწორად მიდის, ამას კარგად ვგრძნობ. მაგრამ მე ეს მომწონს, ვიცი როგორ მოვიქცე.

როცა პენალტი ვერ გავიტანე, ჩემი თავი მეცოდებოდა, გულშემატკივრების გამო გული მწყდებოდა, ჩემი ოჯახისთვისაც და ეს არ მომხდარა იმიტომ, თუ რას იტყოდა ხალხი ჩემზე“,

- თქვა რონალდუმ თავის იუთუბ არხზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარჯიში განაახლა - მესის დაბრუნებას ფილადელფიასთან ელოდებიან
ვარჯიში განაახლა - მესის დაბრუნებას ფილადელფიასთან ელოდებიან